პროექტები

პროექტის დასახელება:  

მათემატიკის გამოყენებით  ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.

პროექტის იდეა:

  მათემატიკის სასკოლო კურსის ცნებების გამოყენების უნარის განვითარება.

პროექტის მიზანი:

  შეისწავლონ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.

პროექტის აქტუალობა:

 ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის უნარის განვითარება.

მოსწავლეთა ასაკი:12 წ.

პროექტისათვის საჭირო რესურსაბი: დავალება ფურცლებზე, კომპიუტერი, კალკულატორი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1:
მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად.

აქტივობა 2:
მოაწავლეები  იღებენ დავალებას ფურცლებზე.

ამოცანა 1)
ვთქვათ, მოსწაავლეები აწყობენ ექსკურსიას გელათის მონასტერში. ავტობუსის საფასური ყოველ საათში 25 ლარია, მონასტერამდე მანძილიო 37 კმ_ია. როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია, რომ მოოსწავლეებს ეყოთ შეგროვილი თანხა 123 ლ. და 20 თ. (გასათვალისწინებელია ავტობუსის საშუალო სიჩქარე, გელათში ყოფნის და შემდგომი დასვენების დრო)?

ამოცანა 2)
ნინიკო, მარიამი, კოტე და გიორგი სატელევიზიო კონკურსში  მონაწილეობენ. ისინი რიგ_რიგობით ირჩევენ სხვადასხვა სირთულის კითხვებს. კითხვები შეფასებულია 150, 250, 400, 750 და 1000 ქულით. სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილეს ემატება სათანადო ქულა, არა სწორი პასუხის დროს კი აკლდება ამდენივე ქულა. ოთხ-ოთხი პასუხის შემდეგ მონაწილეთა მიერ დაგროვილი ქულები ცხრილითაა მოცემული:

ნინიკო
მარიამი

კოტე
გიორგი
350
-300
-500
200

v  რამდენი ქულით უაწრებს ნინიკო კოტეს?
v  საშუალოდ რამდენ ქულას ღებულობდა თითოეული მათგანი ყოველ შემთხვევაში?
v  დაასახელეთ რაიმე ვარიანტი, რომლის მიხედვით თითოეული მათგანი დააგროვებდა თავის ქულებს.
v  რამდენ ქულიანი შეკითხვის შეკვეთა აჯობებდა მარიამისათვის, მას ნინიკოსთვის რომ გასწრო?

ამოცანა 3)
მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში ვარძიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ და დაგეგმეთ ექსკურსია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტით.

აქტივობა 3:
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში და მოვალეობების განაწილება.

აქტივობა 4:
 დავალების შესრულება.

აქტივობა 5:
პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს, მოხდება ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
  
მოსწავლეთა შეფასება
კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-7 ქულა
8-10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმა ვერ გაიაზრა სამუშაოს არსი
ჯგუფმა მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა ვერ შეძლო სწორად დაგეგმვა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვაში იყო ხარვეზები
ჯგუფმა სწორად შეძლო სამუშაოს დაგეგმვა
წევრთა აქტიურობა
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო აქტიური
ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ იყო აქტიური
მთელი ჯგუფი  მონაწილეობდა სამუშაოს შესრულებაში
პრეზენტაცია
წარმოდგენილი პრეზენტაცია არ იყო გასაგები
პრეზენტაცია ზუსტად არ ასახავდა დავალებას
წარმოდგენილი პრეზენტაცია ზუსტად შეესაბამებოდა დავალებას


ეროვნულ- სასწავლო გეგმასთან კავშირში შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v  გამოთვლებზე საყოფაცხოვრებო ამოცანის ამოხსნისას იყენებს ზეპირი ანგარიშის ხერხებს ან შესაბამის შემთხვევაში მოქმედებათა შედეგის შეფასებას
v  აფასებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგის მნიშვნელობას, ასრულებს მოქმედებებს და ამოწმებს თავის ვარაუდს.
v  ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებს გამოთვლაზე.

პროექტის ხემძღვანელი: ნანა ცალანი

ელ-ფოსტა: tsalaninana@gmail.com



No comments:

Post a Comment